jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ელექტრონული შესყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

"საქართველოს ფოსტა" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული შესყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: სადგურის მოედანი N2
სამუშაო საათები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 სთ-დან 18:30 სთ-მდე.
ანაზღაურება: 1650 ლარი

ძირითადი მოვალეობა:

** აწარმოებს ბაზრისა და მომწოდებლების კვლევას, შესყიდვის ობიექტის ოპტიმალური ხარისხისა და ფასის მისაღებად, სამუშაოს შესრულების ან საქონლის მიწოდების ვადების, ხარისხისა და ფასის შესწავლის მიზნით;
** ახორციელებს შესყიდვებს სახელმწიფო შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების ელექტრონული ტენდერისა და კონკურსის და კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით;
** ამზადებს და ახდენს სატენდერო დოკუმენტაციის;
** ტენდერის მიმდინარეობის პროცესში პასუხობს ტენდერთან დაკავშირებულ შეკითხვებს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში;
** ტენდერის მიმდინარეობის პროცესში პასუხობს ტენდერთან დაკავშირებულ შეკითხვებს

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები

** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში;
** უმაღლესი განათლება საფინანსო-ეკონომიკურ, მენეჯმენტის ან სამართლის სფეროში;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
** დარწმუნების, ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეების საფუძველზე;
** გასაუბრება

დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ განაცხადი ბმულზე: https://www.gpost.ge/info/career-application-form?vacancyId=2112



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |