შპს "ავერსის კლინიკა" აცხადებს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთნის ვაკანსიას მარნეულის ფილიალში (თბილისიდან მარნეულის ფილიალში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს ავერსის კლინიკა).
სამუშაო ადგილი: ქ.მარნეული, 26 მაისის ქუჩა
ძირითადი მოვალეობები:
** CT და MRT კვლევისთვის საჭირო მანიპულაციების ჩატარება (მათ შორის პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია);
** პაციენტის სრულყოფილი მომზადება გამოკვლევისთვის;
** პაციენტის კვლევის შედეგების მომზადება და შესაბამის პროგრამებში ატვირთვა;
** კვლევისთვის საჭირო ინვენტარის მუდმივი კონტროლი.
კვალიფიკაცია და მოთხოვნები:
** საშუალო სპეციალიზებული განათლება მედდის კვალიფიკაციით (არ განიხილებიან სტუდენტები და რეზიდენტები);
** სასურველია შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გულისხმიერება.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე: hr_clinic@aversi.ge და ელ. ფოსტის საგნის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ექთანი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 11/10/2024
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
გისურვებთ წარმატებას!
https://www.aversiclinic.ge/