"რუმსი", რომლის ოპერირების ქვეშ არის შემდეგი ობიექტები: ROOMS KAZBEGI, ROOMS TBILISI, ROOMS KOKHTA, ROOMS BATUMI, HOLIDAY INN TBILISI აცხადებს ვაკანსიას "HOLIDAY INN TBILISI"-ს შვეიცარის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრის და მათი გაცილების უზრუნველყოფა;
** სასტუმროს მომსახურებაზე, არსებული სერვისებსა და პროდუქტებზე სრული ინფორმაციის ფლობა;
** სტუმრების ბარგის ოთახებში მიტანის უზრუნველყოფა;
** ფოიესა და ბარგის ოთახში სისუფთავის დაცვა;
** ბარგის ურიკის მოვლისა და დასუფთავების უზრუნველყოფა.
საჭირო უნარები:
** გამართულად საუბარი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი სარგებელი:
** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** დაზღვევა;
** კვება;
** სპეციალური ფასი თანამშრომლებისთვის.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 27 ოქტომბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment@hi-tbilisi.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.