შპს FMG (Food Management Group) აცხადებს ვაკანსიას მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
FMG (Food Management Group) 2012 წლიდან აწარმოებს და რეალიზაციას უწევს საკვებ პროდუქტებს და თანმდევ მომსახურებებს. კომპანია სპეციალიზდება კორპორატიული კვების, ივენთ-ქეითერინგისა და კაფეტერიების მართვაში. დღეისათვის FMG ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა საქართველოს კვების მენეჯმენტის ბაზარზე. წამყვანი მენეჯერების მრავალწლიანი გამოცდილება და 100+ პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდის ძალისხმევა ყოველწლიურად უზრუნველყოფს კომპანიის დინამიურ ზრდასა და ქეითერინგის მაღალ სტანდარტების დანერგვას.
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, არაუმეტეს 40 სამუშაო საათისა.
8 საათიანი სამუშაო გრაფიკი, + 1 საათიანი შესვენება.
ანაზღაურება: 1000-დან 1200-მდე ნეტი, კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად.
მდებარეობა: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქტების მომზადება: ინგრედიენტების მოჭრა, დასაწყობება და ორგანიზება, მზარეულის მითითებით.
** მზარეულთან თანამშრომლობა: სხვადასხვა კერძების მომზადების პროცესში მზარეულის მხარდაჭერა, კერძების მომზადებაში დახმარება.
** უსაფრთხოებისა და ჰიგიენის წესების დაცვა: სამზარეულოს უსაფრთხოების ნორმების და სისუფთავის სტანდარტების გათვალისწინება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველი, თუმცა არასავალდებულოა, სამუშაო გამოცდილება მზარეულის დამხმარის პოზიციაზე.
** სასურველია პროდუქტების მომზადების საბაზისო უნარები (მოჭრა, გათლა, დასაწყობება).
** სასურველია პროდუქტის დიდ მოცულობებზე მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია პროფესიული განათლება ან ტრეინინგი საკვებისა და სასურსათო ტექნოლოგიების სფეროში ან კულინარიული ხელოვნების დარგში.
პიროვნული მახასიათებლები:
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა;
** დროის ეფექტურად მართვა;
** ორგანიზებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ ანაზღაურებას
** პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას
** სამედიცინო დაზღვევას
** კვების უზრუნველყოფას
** ფიტპასი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@fmgroup.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ბმული:
FMG - Facebook გვერდი
FMG - Instagram გვერდი