კლინიკა "ჯერარსში" ცხადდება ვაკანსია რიგის მართვის კოორდინატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, კლინიკა "ჯერარსი" (მუხიანის ქ., 2ა)
სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** რუსული/ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** უმაღლესი სასწავლებლის ან/და კოლეჯის დამთავრების დამადასტურებელი ** მოწმობა (შესაძლებელია სტუდენტიც);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
ფუნქცია-მოვალეობები:
** შემოსული მომხმარებლების მომსახურება, მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვით;
** მომხმარებლების საჭიროებების დაზუსტება და მათთვის დახმარების გაწევა;
** მომხმარებლების დანიშნულების ადგილამდე მიცილება, სივრცეში კოორდინირება;
** დარბაზში წესრიგის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია;
** მიღებული ინფორმაციის/კორესპონდენციის დაუყოვნებელი განხილვა და გონივრულ ვადებში რეაგირება;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** მიბარებული ქონების მოვლა პატრონობა და მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
** საჭიროების შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ზოგადი უნარები:
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jerarsi.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "რიგის მართვის კოორდინატორი".
გმადლობთ, დაინტერესებისათვის. გისურვებთ წარმატებას!