jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოფისის დიასახლისი
მომწოდებელი: საქკაბელი
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

სს "საქკაბელი" აცხადებს ოფისის დიასახლისის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი (საირმის ქუჩა)-სს საქკაბელის სათავო ოფისი.
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00 სთ- მდე. (კვირაში 5 დღე)
დასვენების დღეები: შაბათი-კვირა.
ანაზღაურება: 1200 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** სისუფთავისა და ჰიგიენის რეგულარული კონტროლი დღის მანძილზე
** სამზარეულოში ჭურჭლის დარეცხვა
** სველი წერტილების დასუფთავება
** საოფისე ავეჯის წმენდა
** დღის ბოლოს ნარჩენების გატანა
** ჰიგიენური საშუალებების მარაგების კონტროლი

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** აუცილებელია ოფისში დიასახლისად მუშაობის გამოცდილება

თუ გსურთ დასაქმდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@sakcable.ge. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ოფისის დიასახლისი.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გახსოვდეთ, რომ ინფორმაციის გაზიარებით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე. თქვენ უფლება გაქვთ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, რომლებიც თავად გაგვიზიარეთ და მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების განხორციელებისთვის, გთხოვთ, მოგვმართეთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@sakcable.ge

თანამშრომელთა პროფესიული ზრდა და განვითარება სს "საქკაბელის" მთავარი ღირებულებაა და კომპანია დასაქმების მსურველ პირთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ობიექტურობისა და გამჭვირვალობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |