jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: გარე გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: აგრო კომპანია ბარაქა
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

კომპანია "ბარაქა" არის ბრენდი, რომელიც პროფესიონალთა გუნდით აგრარული სფეროს განვითარებაზე ზრუნავს, ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას უზრუნველყოფს და ფლობს ამჟამად 12 ქსელურ აგრომაღაზიასა, ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

ჩვენ გთავაზობთ დინამიკურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს ახალგაზრდულ და მაქსიმალურ შედეგზე ორიენტირებულ გუნდში.

გვიხილეთ:

Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia
Youtube-ზე - https://www.youtube.com/channel/UCsf-gTio59lA2kGBQxce83A
ვებ-გვერდზე - http://www.baraka.ge

ვეძებთ ახალ თანამშრომლებს გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე წნორში.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს ენთუზიაზმი და მოტივაცია წარმატების მისაღწევად. უნდა იყოს კომუნიკაბელური და ჰქონდეს, როგორც სასოფლო-სამეურნეო ბიზნესში განვითარების ასევე, სოფლის მეურნეობის მიმართულებით პრაქტიკული გამოცდილების მიღების ინტერესი. წინამდებარე პოზიციისთვის მნიშვნელოვანია კარგი ორგანიზატორული უნარ-ჩვევები, პასუხისმგებლობის მაღალი შეგრძნება, მოლაპარაკების წარმოებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელია კანდიდატს ჰყავდეს საკუთარი მსუბუქი ავტომობილი.

ძირითადი მოვალეობები:

** არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კონტაქტი, მაღალკვალიფიციური მომსახურება;
** პროდუქციის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, დაგეგმვა და ორგანიზება;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება, შეთავაზების მომზადება და მოლაპარაკებების წარმოება;
** გაყიდვების ზრდის სტიმულირება;
** პოტენციური მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნა და რეგულარული განახლება;
** მომხმარებლების მოთხოვნილებების განსაზღვრა, დამუშავება და შესრულება;
** ფერმერებთან მუდმივი ვიზიტები და მათი მოზიდვა რეგიონალურ ფილიალებში და მაღაზიებში.

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საწვავის ლიმიტი და ყოველთვიურად მანქანის ცვეთის თანხა
** კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით
** მოჭრილ ხელფასი და მუდმივად მზარდი ბონუსის გამომუშავების პერსპექტივა
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი.

ანაზღაურების სისტემა: მოჭრილი ხელფასი 650 ლარი (NET) და დამატებით საბონუსე სისტემა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. შაბათი მოკლე დღე ხოლო კვირა დასვენების დღეა.
სამუშაო ადგილი: საქართველოს, სიღნაღის რაიონი სოფელი საქობო.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge. ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "გარე გაყიდვების მენეჯერი წნორში".

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |