კომპანია Auto Lab 7 წელია რაც საავტომობილო სერვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებებით ოპერირებს ბაზარზე. Auto Lab ძირითადი საქმიანობა მოიცავს შემდეგს: ავტო-ტექ მომსახურება, მაღალხარისხიანი ავტონაწილების და ორიგინალი ამერიკული საცხებ-საპოხი მასალების რეალიზება, ავტომობილების შეძენა-ჩამოყვანა. Auto Lab გამოირჩევა კლიენტის ინტერესებზე მორგებული მომსახურების მაღალი ხარისხით. კომპანია სთავაზობს მრავალფეროვან და ინოვაციურ სერვისებს დაინტერესებულ ფიზიკურ, თუ კორპორატიულ პირებს.
კომპანია "Auto-Lab" სერვის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის/სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიციაზე რუსთავში.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიის/სერვის ცენტრის სამუშაო ციკლის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** მაღაზიის/სერვისის ცენტრის გუნდის მართვა და დავალებების სწორი დელეგირება;
** თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის კონტროლი;
** სამუშაო პროცესში წარმოშობილი პრობლემური საკითხების სწრაფად გადაწყვეტა და მოგვარება;
** შეკვეთებთან დაკავშირებული ვადების და დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი;
** ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
** გაყიდვების მონიტორინგი და მის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** სერვისში შემოსული ავტომობილების სწორი კოორდინირება და ტერიტორიაზე განთავსება;
** ფიზიკურ და იურიდიულ კლიენტებთან ურთიერთობა მაღაზიაში და სერვისში;
** მესაწყობესთან აქტიური კომუნიკაცია პროდუქციის ნაშთების და დეფიციტების თაობაზე;
** ინვენტარიზაციის პროცესის დაორგანიზება და მართვა ყოველი თვის ბოლოს;
** პირადი ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება ან პროფესიული განათლება;
** საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გუნდის მართვის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა მინიმუმ საკომუნიკაციო დონეზე;
** სტრატეგიული აზროვნება;
** მაღალი ორგანიზებულობის უნარი;
** გუნდის მართვის სწორი მიდგომების ცოდნა;
** პრობლემურ სიტუაციების ეფექტურად მართვის და გადაჭრის უნარი;
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: 5 დღიანი სამუშაო კვირა
** სამუშაო საათები: 10:00 - 19:00 სთ (1 საათი შესვენება)
** ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy.autolab@gmail.com და გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ რომ კომპანია Auto Lab-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანია Auto Lab-ის ბაზაში 1 წლის ვადით.