jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობების ტექნიკური ზედამხედველი
მომწოდებელი: თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

ა (ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობების ტექნიკური ზედამხედველის თანამდებობაზე.

1. სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი - 8 ვაკანსია
2. სამოქალაქო მშენებლობის სპეციალისტი სუსტი დენების სპეციალიზაციით - 1 ვაკანსია

კომპანიის შესახებ ინფორმაცია:

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის მიერ დაფუძნებული ა (ა)იპ "თბილისის მუნიციპალური ლაბორატორიის" ახორციელებს:

** საინჟინრო ნაგებობების (ხელოვნური და სამოქალაქო ნაგებობები) მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობას;
** ხაზოვანი ნაგებობების და ქსელების (წყალსადენ-კანალიზაცია და სანიაღვრე ქსელი) მშენებლობა-რეაბილიტაციის ტექნიკური ზედამხედველობას;

სრული ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე tmlaboratory.ge

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო და სარეაბილიტაციო პროცესების ყოველდღიური ტექნიკური ზედამხედველობა;
** მშენებლობის მიმდინარეობის კონტროლი წარმოდგენილ საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან მიმართებაში;
** მოცულობების მაქსიმალური სიზუსტით კონტროლი მშენებლობის პროექტთან და ფაქტობრივ მდგომარეობასთან მიმართებაში;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) გავლა პუნქტობრივად უშუალო ხელმძღვანელთან და მშენებელ კომპანიასთან;
** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტებში (ფორმა N2) შეუსაბამობების აღმოჩენა და ჩასწორება;
** MSDA - შიდა დოკუმენტაციის ბრუნვის ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა (შესაბამისი კორესპონდენციის გაცნობა, ინიცირებების მომზადება, რეაგირება ვადების ფარგლებში;
** მშენებლობა - რეაბილიტაციის პროცესში ტექნიკური კუთხით დარღვევების დაფიქსირება და ხელმძღვანელობისთვის დაზუსტებული ინფორმაციის მიწოდება;
** საკომუნიკაციო სოც. ქსელში ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში ფოტო მასალის და მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციების სისტემატურად გადმოცემა;
** ორგანიზაციის ტექნიკურ განყოფილებასთან მჭიდრო თანამშრომლობა შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) შემოწმების მიმართულებით;
** პროექტების ტექნიკური ზედამხედველობა;
** სამშენებლო ობიექტზე გამოსაყენებელი მასალების ფიზიკურ და გეომეტრიულ მახასიათებლების წარმოება საპროექტო დოკუმენტაციასთან მიმართებაში.
** შესრულებული სამუშაოს მოცულობების აქტების (ფორმა N2) თანმხლები დოკუმენტაციის გადამოწმება და წარმოდგენის გაკონტროლება (ფარული სამუშაოს აქტების მომზადება/მონაწილეობის მიღება, გამოყენებული მასალების სერტიფიკატები და სხვა);
** ჩაბარებული მიმდინარე ხელშეკრულებების ცვლილებების კონტროლი;
** სამშენებლო ობიექტებზე ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად საჭირო პროცედურების წარმოება;
** ტექნიკური ზედამხედველობის ფარგლებში ნებისმიერი შეუსაბამობის შესახებ დროული რეაგირება, როგორც სიტყვიერი ასევე წერილობითი ფორმით;
** წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** სამუშაოთა წარმოების ჟურნალების, ბეტონის სამუშაოების, შედუღების სამუშაოების ჟურნალების წარმოების გაკონტროლება;
** წუნდებული სამუშაოების აქტების შედგენაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა 2) დადასტურება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: მშენებელი ინჟინერი
** არანაკლებ 10 წლიანი პროფესიული სამუშაო გამოცდილება.

თემატიკა:

** საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი სამშენებლო ნორმები და წესები;
** საერთაშორისო სამშენებლო ნორმატიული აქტები.

საოფისე კომპიუტერული პროგრამები:

** MS Office Word - კარგად
** MS Excell - კარგად
** AutoCAD - სასურველია

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოტივირებული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელური;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალური;
** შრომისმოყვარე.

დამატებითი ინფორმაცია:

** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობა (უცხოენოვანი დიპლომის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული იქნეს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
** სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ გაფორმებული დოკუმენტის (შრომის წიგნაკი - არსებობის შემთხვევაში ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა) ასლი;
** კანდიდატი ვერ გადავა კონკურსის შემდეგ ეტაპზე, თუ იგი არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ან არასრულყოფილად იქნება წარმოდგენილი მითითებული დოკუმენტაცია.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** კანდიდატთა შერჩევა რეზიუმეს საფუძველზე, (ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს;
** გასაუბრება.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი / 09:00-18:00 საათი);
** ანაზღაურება: 2527 ლარიდან 2926 ლარამდე

კანდიდატები მიიღებიან გამოსაცდელი ვადით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე shermadinigio@gmail.com 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |