სასტუმრო "Bazzar Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ტერიტორიის ყოველდღიურად დასუფთავება, კომპანიაში არსებული სტანდარტების შესაბამისად;
** ოთახების დასუფთავება შესაბამისი სტანდარტებით;
** ზედამხედველის მიერ მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
** დაკარგული ნივთების დასუფთავების დეპარტამენტში განთავსება;
** აღჭურვილობის საღ მდგომარეობაში შენახვა;
** ნებისმიერი ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ცვლის უფროსისთვის/ზედამხედველისთვის შეტყობინება;
** კომპანიის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და ქიმიური ნივთიერებების მოხმარების წესების გაცნობა და ამ პროცედურების გათვალისწინებით მოვალეობის შესრულება.
უნარ-ჩვევები:
** სამუშაო გამოცდილება დასუფთავების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ანაზღაურება და პირობები:
** 1 000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
** გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 9 საათიანი სამუშაო გრაფიკით, 1 საათი დასვენება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვება;
** უნიფორმით უზრუნველყოფა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@bazzarhotel.com
კანდიდატების შერჩევა ხდება გასაუბრებით.