jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR პრაქტიკუმი: ტრენინგი დამწყები HR-ებისთვის
მომწოდებელი: ედვანსდ აუდიტ ენდ ქონსალთინგ კომპანი
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

ადამიანური რესურსების მართვა (HRM) დიდი და მოცულობითი დარგია, ამავდროულად აქტუალური და მოთხოვნადი.

HR სფეროს ერთ სატრენინგო კურსში ამოწურვა რთულია, თუმცა ერთი კურსის ფარგლებში ნამდვილად შესაძლებელია:

** შეგვექმნას საფუძვლიანი წარმოდგენა ადამიანური რესურსების (HR), როგორც დარგის სპეციფიკაზე;
** გავიაზროთ რა მიმართულებებისგან შედგება HR-ის სფერო;
** გავაცნობიეროთ სპეციფიკა და დეტალურად მიმოვიხილოთ HR-ის შემდეგი ქვე-მიმართულებები:
** HR ადმინისტრირება;
** HR ანგარიშგება და Payroll;
** შრომით-სამართლებრივი ნაწილი HR-ში (შრომის კონტრაქტები, Jobs description-ები და სხვა);
** რეკრუტინგის სპეციფიკა, უახლესი ტენდენციები და რეკრუტინგის სრული ციკლის გააზრება (ვაკანსიების ბრენდინგი, online და პირისპირ გასაუბრებების სპეციფიკა, კონკურსის სხვა ეტაპები და Feedback სისტემა);
** თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება: ტრენინგების, მასტერკლასების სისტემა;
** Team Building-ების სპეციფიკა და თანამშრომელთა შორის გუნდურობის, ემპათიის, მხარდაჭერის ზრდის მექანიზმები;
** თანამშრომელთა შეფასების სისტემა და KPI;
** HR ანალიტიკა;
** კურსი შედგება 12 საათნახევრიანი სესიისგან და სრულად დაფარავს ზემოთხსენებულ საკითხებს დეტალური გააზრებისა და ანალიზის დონეზე;
** ჩამოთვლილი თემების ფარგლებში, კურსის მონაწილეები გაეცნობიან რეალურ პრაქტიკებსა და სპეციფიკებს, მიმოიხილავენ კონკრეტულ ქეისებს და იმუშავებენ სხვადასხვა სახის შაბლონებსა თუ ინსტრუმენტებში.

AACC ბიზნეს პროცესების აუთსორსული კომპანიია, რომელიც წარმატებულად ოპერირებს როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე და დღეის მდგომარეობით 135 კლიენტს/კომპანიას ემსახურება როგორც HRM, ასევე იურიდიული, ფინანსური, ბუღალტრული, IT და ERP დეველომპენტის მიმართულებებით გაიგეთ მეტი კომპანია AACC-ის შესახებ

სწორედ ამ შესაძლებლობას ვიყენებთ და ჩვენი მეთოდოლოგია სრულად ეფუძნება კომპანია AACC-ისა და პარტნიორი ორგანიზაციების რეალურ ქეისებსა და პრაქტიკულ საკითხებს. კურსის მიზანია HR სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა საფუძვლიანი წარმოდგენა შეექმნას HR - ის სპეციფიკაზე პრაქტიკაში აპრობირებული მექანიზმებითა და კონკრეტული ქეისებით.

თუ კი დამწყებ პოზიციაზე მუშაობთ, ან მომავალში აპირებთ HR-ში დასაქმებას ეს კურსი სწორედ ის შესაძლებლობაა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ!

კურსის მთავარი მენტორი და ტრენერი - მირანდა გაბუნია

** HR და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალი 10+ წლიანი სამუშაო გამოცდილებით, მათ შორის 6 წელი მენეჯერულ პოზიციაზე როგორც სახელმწიფო უწყებებში ასევე კერძო სექტორში: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემა, USAID, UNICEF, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფონდი, ამერიკული საგანმანათლებლო სკოლების ჰოლდინგი, არაფორმალური განათლების ორგანიზაცია, საკონსულტაციო კომპანიები, კერძო ბიზნეს კომპანიები: სამშენებლო, რითეილ, სადისტრიბუციო და კვების ინდუსტრიების სფეროებიდან;
** HR პროფესიონალთა ასოციაციის სრული წევრი;
** TCJ სერტიფიცირებული ტრენერი ხუთ წლიანი გამოცდილებით HRM და გუნდების მშენებლობის (Team Building) მიმართულებებით, პრაქტიკოსი ტრენერი სამ წლიანი გამოცდილებით პროფესიული ორიენტაციის მიმართულებით.
დეტალები კურსის თაობაზე:
** კურსის ხანგრძლივობა: თვე ნახევარი, 12 საათნახევრიანი სესია, დასაწყისი 1 ოქტომბერს, სესიები ჩატარდება კვირაში ორჯერ (სამშაბათსა და ხუთშაბათს 19:00 - 20:30 საათებში)
** ლოკაცია: ბიზნეს ცენტრი "ტერმინალი, " აღმაშენებლის გამზირი #73 (მეტრო მარჯანიშვილის მიმდებარედ);
** კურსის ფორმატი: პირისპირი;
** კურსის ღირებულება: 695 ლარი (გადახდა შესაძლებელია სრული დაფარვით ან ორ ნაწილად);
** მოქმედი სტუდენტები ისარგებლებენ 10% იანი ფასდაკლებით;
** კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი და სარეკომენდაციო წერილი;
** ეს კურსი იქნება ერთგვარი კარიერული გიდი HR-ში, კურსის დასასრულს თითოეული მონაწილე, სურვილისამებრ წარმოჩინდება საკუთარი HR პორტფოლიოთი AACC-ის პლატფორმებზე;
** შემოდგომის ნაკადში მოხვდება მხოლოდ 12 (თორმეტი) მსმენელი, ადგილები შეზღუდულია.
წარმატებულ მონაწილეებს კომპანია გაუკეთებს შეთავაზებას HR-სფეროში დასაქმების კუთხით AACC-სა და პარტნიორი კომპანიების მასშტაბით.
** საკონტაქტო ინფორმაცია: 577 34 85 05 / 0322 50 20 21.
** დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია აქ: https://shorturl.at/yLNwv

კომპანია AACC გისურვებთ წარმატებას და ნაყოფიერ სატრენინგო-სამუშაო პროცესს,
გვსურს ვიხილოთ მეტი წარმატებული HR-ი ქართულ ბიზნესში!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |