სადისტრიბუციო კომპანია "ჯეოსტარი" აცხადებს ვაკანსიას კონტროლის განყოფილების თანამშრომელს თანამდებობაზე თბილისში.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** სავაჭრო ობიექტების დებიტორული დავალიანების კონტროლი, რეპორტების მომზადება და ანალიზი
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელის მიერ მითითებული და დაკისრებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:
** უმაღლესი განათლება;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, Excel-ის ცხრილებთან მუშაობის გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტური მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** წესრიგის დაცვა;
** ემოციური სტაბილურობა.
ანაზღაურება: 1000 ლარი
სამუშაო გრაფიკი: 9:00-18:00, შაბათ-კვირის გარდა
კომპანია დაინტერესებულ კანდიდატებს სთავაზობს კომფორტულ სამუშაო გარემოს და კარიერული ზრდის პერსპექტივას. კომპანიის ოფისი მდებარეობს სამგორში.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელექტრონულ მისამართზე: hr@geostar.ge.
გისურვებთ წარმატებას!