jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: კახური ტრადიციული მეღვინეობა
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა" და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ის წევრ კომპანიას და აწარმოებს "ნენას" პროდუქციას, როგორიც არის: კომპოტი, მურაბა, ჯემი, მარინადი, აჯიკა, საწებლი, ტყემალი. "ნენა"-ს პროდუცია მზადდება უმაღლესი ხარისხის ნატურალური ქართული პროდუქტიდან და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა" და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე 6 თვის ვადით - თანამშრომლის დროებით არ ყოფნის პერიოდი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის აღრიცხვის საგადასახადო კანონმდებლობასა და ფინანსური აღრიცხვის პოლიტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** წლიური ქონების დეკლარაციების სისწორის უზრუნველყოფა და გაგზავნა;
** ყოველთვიური დეკლარაციების ინფორმაცის მომზადება, სისწორის კონტროლი და დეკლარირება;
** ხელფასების, ბონუსების და სადაზღვევო პრემიის უწყისების კონტროლი და დარიცხვის დადასტურება;
** სესხების ხელშეკრულებების განხილვა და შემდგომი დარიცხვების კონტროლი;
** კომპანიის მასშტაბით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობის მიღება საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის კუთხით გამართულობის უზრუნველყოფის მიზნით;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან მინიმუმ თვეში ერთხელ, ხოლო დამსაქმებლის მოთხოვნის შემთხვევაში მოთხოვნისამებრ;
** შესაბამისი დოკუმენტაციის დაარქივება და შენახვა;
** შეინახოს და დაიცვას კონფიდენციალური ინფორმაცია სამუშაოს მიზნებისა და სტრატეგიების შესახებ, მონიტორინგი გაუწიოს და მიიღოს ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვას შემთხვევითი ან უკანონო მოპოვებისაგან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მთავარ ბუღალტრად (სასურველია წარმოების მიმართულებით) მუშაობის გამოცდილება;
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** შრომისმოყვარეობა;
** დროის მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: oldkakheti@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ბუღალტერი", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა" და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა" და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ქედა" და შპს "კახური ტრადიციული მეღვინეობა აგრო-ჩოხატაური" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |