jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: IT Service Georgia
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

"IT Service Georgia" წარმოადგენს კომპანიას რომელიც ემსახურება ამერიკაში არსებულ სატრანსპორტო (გადამზიდ) კომპანიებს აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფაში.

პოზიცია: HR მენეჯერი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
ანაზღაურება: 2000

ძირითადი მოვალეობები:

** HR ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** პერსონალის შერჩევის და კომპანიაში ახალი თანამშრომლების ინტეგრაციის/ადაპტაციის პროცესის წარმართვა (სავაკანსიო ტექსტის შედგენა/გამოქვეყნება, ტრენინგების ჩატარება, სტაჟირების პროცესის მართვა);
** თანამშრომელთა შიდა საკომუნიკაციო სისტემის ხელშეწყობა/გაუმჯობესება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;
** თანამშრომელთა ხელფასის, ბონუსების, დაწინაურების და სხვა შიდა ადმინისტრაციული საქმიანობის კოორდინაცია;
** HR პროექტების, ორგანიზაციული კვლევების დაგეგმვა და განხორციელება;
** თანამშრომლებისთვის არამატერიალური სამოტივაციო პროგრამების შემუშავება/განხორციელება;
** სხვადასხვა კორპორაციული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ადამიანური რესურსების მიმართულებით მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (HR Manager, HR Generalist, HR Business Partner);
** განიხილებიან ისეთი კანდიდატებიც, რომელთაც აქვთ HR პროექტების მართვის და თანამშრომელთა შერჩევის გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) მაღალ დონეზე;
** საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@itservicegeo.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |