საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA) აცხადებს ვაკანსიას IT ექსპერტის პოზიციაზე
დასახელება: IT ექსპერტის მომსახურება - პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება
ხანგრძლივობა: 2 თვე (ოქტომბერი-ნოემბერი 2024)
ანაზღაურება: 4000 ლარი
ხელშეკრულების ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება
ორგანიზაციის შესახებ
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი" (CHCA), დაარსებული 1995 წელს, არის ქართული არასამთავრობო, არამომგებიანი ორგანიზაცია, რომლის მისიაა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და სხვა სოციალურად დაუცველი პირების საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათი სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის უზრუნველყოფა. ორგანიზაციის მიზანია გაზარდოს ინდივიდებისა და თემის როლი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობასა და დემოკრატიის გაძლიერებაში, გააუმჯობესოს სოციალური და ეკონომიკური პირობები იძულებით გადაადგილებულ და სხვა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის შესაძლებლობათა განვითარებისა და თავდაჯერებულობის ხარისხის ამაღლების გზით. CHCA-ს საქმიანობები ხორციელდება გამჭვირვალედ, პროფესიონალიზმის, თანასწორობის, გრძელვადიანი თანამშრომლობისა და მდგრადი განვითარების პრინციპებზე დაყრდნობით.
პროექტის შესახებ
საქველმოქმედო ჰუმანიტარულმა ცენტრმა "აფხაზეთი" (CHCA), ევროკავშირისა (EU) და შავი ზღვის რეგიონის თანამშრომლობის ფონდების (BST) ფინანსური მხარდაჭერით 20 აგვისტოდან ახორციელებს პროექტს "CHCA თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება და მედეგობის უზრუნველყოფა სტრესულ გარემოში მუშაობისას", რომლის ერთ-ერთი მიზანია ციფრული უსაფრთხოებისა და მონაცემების დაცვის სისტემების გაუმჯობესება.
პროექტის ფარგლებში დაკისრებული მოვალეობები:
1) ორგანიზაციისათვის IT პოლიტიკის და მისი განხორციელების გეგმის შემუშავება
მეთოდოლოგია: საფუძვლიანი IT პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, რომელიც აღწერს მონაცემთა დამუშავების, კიბერშეტევებისგან დაცვისა და IT ინფრასტრუქტურის შენარჩუნების საუკეთესო გზებს. დოკუმენტმა ხელი უნდა შეუწყოს სენსიტიური მონაცემების დაცვასა და მართვას, და იყოს სახელმძღვანელო ყველა თანამშრომლისათვის ოპერირების პროცესში. შესაბამისად, უნდა მომზადდეს სტრატეგიული საოპერაციო გეგმა პოლიტიკის გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.
2) კიბერუსაფრთხოების შეფასება და საოპერაციო სისტემის გაუმჯობესება
მეთოდოლოგია: Microsoft-ის მიერ რეკომენდებული მოწინავე კიბერუსაფრთხოების მეთოდების ინტეგრირება CHCA-ს ვებსაიტის და IT ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ეს გულისხმობს დაშიფვრის შემოღებას და უსაფრთხოების ზომების განახლებას, რათა ორგანიზაციამ თავი დაიცვას კიბერ შეტევებისაგან და იყოს გარანტი, რომ ბენეფიციართა პირადი ინფორმაცია და ყველა პერსონალური მონაცემი იქნება დაცული და წვდომა ექნება მხოლოდ ნებართვის მქონე პირებს.
მოთხოვნილი ინფორმაცია:
** პორტფოლიო - ინფორმაცია IT პოლიტიკის დოკუმენტებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების გამოცდილების შესახებ;
** ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - იურიდიული პირებისათვის, რეზიუმე - ფიზიკური პირებისათვის;
** პრეტენდენტის ხედვა კიბერუსაფრთხოების პოტენციური სისტემების დანერგვის შესახებ და იმპლემენტაციისათვის საჭირო ინსტრუმენტების ჩამონათვალი;
** ფინანსური წინადადება და შესრულების სამოქმედო გეგმა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ მოთხოვნილი ინფორმაცია გამოაგზავნოთ ელფოსტაზე monitoring@chca.org.ge არაუგვიანეს 2024 წლის 6 ოქტომბრისა. დეტალების დაზუსტების შემთხვევაში მოგვმართეთ ზემოხსენებულ ელფოსტაზე ან დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: +995 593 174321.