jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საწყობის თანამშრომელი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

"GASTRONOME GROUP" დაარსდა 2019 წელს და დღეს უკვე ბაზარზე წარმოდგენილია ექვსი პრემიუმ კლასის დელიკატესების მაღაზიით, კონცეპტუალური შოურუმით Kitchen and Living by Gastronome და ოთხი რესტორნით. სულ ცოტა ხნის წინ კი მომხმარებელს შევთავაზეთ, ახალი ქვებრენდი Brunch By Gastronome, რომელიც მომხმარებელს ექსკლუზიურად გასტრონომის პროდუქციით შექმნილ Take away მენიუს სთავაზობს.

ვებგვერდზე: https://gastronome.ge/
Facebook: https://www.facebook.com/gastronomegroupgeo
Instagram: https://www.instagram.com/gastronome_georgia/

"GASTRONOME"-ის გუნდში ვეძებთ თანამშრომელს ფილიალის საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება-განაწილების პროცესის უზრუნველყოფა
** ერთგვაროვანი პროდუქტის ერთად დასაწყობება
** გაუნაწილებელი და ვადამდე ჩამოწერილი პროდუქციის დასაწყობება
** დაბრუნებული პროდუქციის მიღება-დასაწყობება და პროდუქციის მომწოდებლებისთვის გაცემის პროცესის დროული უზრუნველყოფა
** პროდუქციის დატვირთვისა და გადმოტვირთვის პროცესში მონაწილეობის მიღება
** შიდაგანაწესის და ქცევის ზოგადი წესების დაცვა.

მოთხოვნები: სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვის უნარი.

საწყისი ანაზღაურება: 1200 ლარი + კვარტლური ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე
დასვენების დღეები: კვირაში 2 დღე
ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა: 3 თვის შემდეგ, კომპანიის დაფინანსებით
სამუშაო ადგილი: ისანი-სამგორის რაიონი (ნადარეიშვილის ქუჩა)

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 ოქტომბრამდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge. სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად კომპანიამ (შპს სილქ გასტრონომი) შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |