სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს
სამუშაო ადგილი: ფოთი
განაკვეთი: სრული
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების/ეკონომიკის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** ბუღალტრად მუშობის გამოცდილება;
** სასურველია სამშენებლო და საწარმო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
მოვალეობები:
** პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, დამუშავება და შესაბამისი რეპორტების წარმოება;
** საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** საბუღალტრო დოკუმენტაციის წარმოება, აღრიცხვა, დაარქივება და კონტროლი;
** სხვადასხვა საბუღალტრო ოპერაციების პროგრამაში გატარება;
** ოპერაციების პროგრამული აღრიცხვა, rs.ge-ზე მუშაობა;
** აღნიშნული ოპერაციების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაციის დამუშავება (მათ შორის: მიღება-ჩაბარების აქტები, სასაქონლო ზედნადებების) მათი კანონიერების, დროულად და სწორად წარმოების კონტროლი;
** ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება (პროფილის ფარგლებში).
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** გამოწვევებთან გამკლავების სურვილი.
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2024 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით ელ. მისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.