jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟიორი სამედიცინო ლაბორატორიული მიმართულებით
მომწოდებელი: შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 10 ოქტომბერი

შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახური აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: სტაჟიორი (სამედიცინო ლაბორატორიული მიმართულებით).

დანაყოფი: საჯარო სამართლის იურიდიული პირი-საქართველოს შსს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის პოლიკლინიკა (სამმართველო)
სამუშაო რეჟიმი: 09:00-17:00 (კვირაში არაუმეტეს 30 საათისა)
თანამდებობრივი სარგო: 598 ლარი
სამსახურის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი N72
მისაღებ სტაჟიორთა რაოდენობა: 1
სტაჟირების ხანგრძლივობა: 6 თვე

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 10.10.2024

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სრულწლოვანი ქმედუნარიანი საქართველოს მოქალაქე
** ენა: სახელმწიფო ენის ფლობა
** განათლება: უმაღლესი სამედიცინო

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მოტივირებულობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ადაპტაციის უნარი;
** თავდაჯერებულობა;
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტიანად მართვის უნარი;
** ინფორმაციის მიღებისა და გაზიარების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
** კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

დამატებითი მოთხოვნები:

** კვალიფიკაციის ამაღლების კურსი სამედიცინო ლაბორატორიული მიმართულებით ან სახელმწიფო სერტიფიკატი "ლაბორატორიული მედიცინა" ან "ლაბორატორიული საქმიანობა";
** კომპიუტერული პროგრამები (MS Office);
** აკადემიური წერის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კანონი "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ";
** საქართველოს კანონი "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ";
** "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილება;
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებით დამტკიცებული დებულება.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოლიკლინიკის (სამმართველო) ლაბორატორიული საქმიანობის სწორად შესრულების მეთვალყურეობა აპარატურული მიმართულებით;
** ლაბორატორიული პასუხების შესაბამის ფორმატზე განთავსება და ექიმ-სპეციალისტებთან გადაგზავნა;
** პოლიკლინიკის (სამმართველო) შიდა პროგრამაში კვლევების აღრიცხვა;
** ლაბორატორიული კვლევების სტატისტიკურ ანგარიშების აღრიცხვაში მონაწილეობა;
** კომპეტენციის ფარგლებში ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

კანდიდატებმა აპლიკაციის შევსების დროს უნდა ატვირთონ და გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
(ატვირთული ფაილები უნდა იყოს JPG ფორმატის)

** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** კვალიფიკაციის ამაღლების კურსის მოწმობა ან სერტიფიკატის ასლი.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს გამოცხადებული კონკურსის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. კონკურსის ეტაპებია: აპლიკაციების გადარჩევა და გასაუბრება. აპლიკაციების მიღების დასრულებიდან გონივრულ ვადაში, კანდიდატების მიერ შევსებული აპლიკაციები გადაირჩევა მათში მოცემული ინფორმაციის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

გასაუბრების ეტაპზე გადავა მხოლოდ ის კანდიდატი, რომელიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს და წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას. კანდიდატებთან დაკავშირება მოხდება აპლიკაციაში მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის შესაბამისად. გასაუბრების ჩატარების ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ მოკლეტექსტური შეტყობინების სახით.

შენიშვნა: კონკურსის ეტაპის წარმატების გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სისტემაში მიღებულ სტაჟიორთან ფორმდება ხელშეკრულება. სტაჟირებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სამინისტროს დანაყოფის ხელმძღვანელი, ან მის მიერ უფლებამოსილი პირი სტაჟიორთან ატარებს გასაუბრებას, ეცნობა მენტორის წერილობით დახასიათებას, შესრულებული სამუშაოს ანგარიშს და აფასებს სტაჟიორს "საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესის" შესაბამისად.

სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს გადაეცემა სტაჟირების წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სტაჟიორს მისივე მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა ცნობა სტაჟირების გავლის შესახებ.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |