jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტენდერი ნატურალური ქვის სამკაულების მასალის შესყიდვაზე
მომწოდებელი: SOS ბავშვთა სოფელი
თანდართული ფაილი: 85516_annex_9996074.zip
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 7 ოქტომბერი

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" პროექტის "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში, ღია ტენდერი ნატურალური ქვის სამკაულების მასალის შეძენის მიზნით იწვევს იურიდიულ პირებს ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ:

SOS Children`s Villages Inetrnational წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელსაც მსოფლიოს 118 ქვეყანაში ჰყავს წევრი ორგანიზაცია ეროვნული ასოციაციების სახით. ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" მოქმედებს საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებისა და პრინციპების შესაბამისად და ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში 1989 წლიდან საქმიანობს საქართველოში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ:

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი", გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა (BMZ) და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" მიზანია, სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა ადგილობრივ შრომის ბაზარზე და მათ დასაქმებასა და თვითდასაქმებაში დახმარება.

მომსახურების მიზანი:

ქ. თბილისში პროექტში "ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში სამეწარმეო საქმიანობაში ჩართლი ახალგაზრდის ღია ტენდერი ნატურალური ქვის სამკაულების მასალის უზრუნველყოფა.

!!! შესაძენი ნატურალური ქვის სამკაულების მასალის ჩამონათვალი იხილეთ განაცხადის დანართში.
ტექნიკური განაცხადი:

დაინტერესებულმა იურიდიულმა პირმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი დოკუმენტები:

** ტენდერში მონაწილე იურიდიული პირის რეკვიზიტები: მისამართი, ტელეფონი, საბანკო რეკვიზიტები, საჯარო რეესტრის ამონაწერი;
** შემოთავაზებული პროდუქციის მოწოდების პერიოდი;
** ფასის განაცხადი (ერთეული და ჯამში) ეროვნულ ვალუტაში მოცემული პროდუქციის მიხედვით დ.ღ.გ.-ს გარეშე.

თანხის გადახდის პირობები:

მომსახურების საფასურის გადახდა მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, კონკრეტული მომსახურების გაწევის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ (ინვოისი, ანგარიშფაქტურა, მიღება-ჩაბარების აქტი შესრულებული სამუშაოების შესაბამისად) არაუგვიანეს 10 დღისა.

წინადადებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

** მოწოდებული დოკუმენტაცია - 10%
** შემოთავაზებული პროდუქციის ხარისხი - 45%
** შემოთავაზებული პროდუქციის ფასი - 45%

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ შესაბამისი დოკუმენტაცია შემდეგ ელ-ფოსტაზე: contact@sos-kd.ge. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "ნატურალური ქვები და სამკაულის აქსესუარები". დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით პროექტის მენეჯერს ნინო ნუცუბიძეს nino.nutsubidze@sos-kd.ge ან დაუკავშირდით ნომერზე 599 72 89 25;

სატენდერო წინადადების ჩაბარების ბოლო ვადაა 2024 წლის 7 ოქტომბერი, 18:00 საათი.

ასოციაცია "საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი" დაუკავშირდება მხოლოდ იმ კომპანიებს რომლებიც აკმაყოფილებენ სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

მომსახურების გაწევის ფასი არის კონფიდენციალური.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |