სს "პსპ დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის (ავტო დაზღვევის მიმართულებით) პოზიციაზე.
სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისათვის.
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციური კლიენტების მოძიება (გასვლითი ვიზიტები ლოკაციაზე);
** კომუნიკაციის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;
** არსებული კლიენტების შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
პიროვნული თვისებები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალობა.
ანაზღაურება: გეგმის შესაბამისი პროპორციული ანაზღაურება+საკომისიო
სამუშაო ადგილი: თბილისი. აღმაშენებლის გამზ. 148/3
სამუშაო გრაფიკი: ჰიბრიდული/ სტუდენტებზე მორგებული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ელექტრონულ მისამართზე: hr@ipsp.ge
გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას "Subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიის მიზნებისთვის, თქვენ მიერ CV-ის წარდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ სს "პსპ დაზღვევამ" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@ipsp.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (0322 185 555). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა სს "პსპ დაზღვევა"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც სს "პსპ დაზღვევა"-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.