jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ლოჯისტიკს გრუპი
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 27 ოქტომბერი

კომპანია "Logistics Group" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობაა კომერციული ტვირთების გადაზიდვა ამერიკის ტერიტორიაზე, კომპანია წარმატებით მოღვაწეობს ლოჯისტიკის სფეროში 2016 წლიდან.

სამუშაოს აღწერილობა:

** დისპეტჩერის მიერ აღებული შეკვეთის მიღება, დადასტურება და სისტემაში ასახვა;
** შეკვეთის დეტალების გადამზიდავი კომპანიისთვის გადაგზავნა და ინსტრუქციების გაცემა;
** მიღებული შეკვეთის მონიტორინგი, კონტროლი და სისტემაში განახლება;
** მძღოლების კოორდინირება და მონიტორინგი.

სამუშაო გრაფიკი- სრული, კვირაში 5 დღე
16:00-დან 01:00-მდე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა, მინიმუმ B2 დონე;
** რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აქტიური და თავაზიანი კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე 1500 ლარი (ფიქსირებული + ბონუსი).

ჩვენი გუნდი გთავაზობთ მეგობრულ სამუშაო გარემოს, პროფესიულ განვითარებას, გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: georgianlogisticsgroup@gmail.com

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |