jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი/ინტერვენციონისტი
მომწოდებელი: საქართველოს კარიტასი
გამოქვეყნდა: 27 სექტემბერი / განცხადების ვადა: 5 ოქტომბერი

საქართველოს კარიტასი აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი/ ინტერვენციონისტი თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერა და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

თანამდებობა: ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი/ ინტერვენციონისტი (სერტიფიცირებული ტრენინგების კურსი შემდგომი დასაქმებით)
პროგრამა/პროექტი: ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის პროექტი
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი:
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო მიზანი:

ადრეული ინტერვენციის მომსახურების მიწოდების გზით შეზღუდული შესაძლებლობების, განვითარების დარღვევის ან ასეთი რისკის მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ჩართვისა და სოციალური ონტეგრაციის ხელშეწყობა, ბავშვისა და ოჯახის გაძლიერება, შესაძლებლობების შეზღუდვისა და მოტივების პრევენცია.

სამუშაო ვალდებულებები:

** ბავშვთა ადრეული განვითარების პროექტში ჩართული ბენეფიციარების შეფასება; მათი ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა; ბენეფიციარის ისტორიის მართვა (ბავშვთა ადრეული განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტაციის ვადების დაცვით შევსება და წარდგენა);
** ბავშვის კოგნიტური, მოტორული, სოციალური, ემოციური, შემეცნებითი, თვითმოვლისა და კომუნიკაციური გეგმის მომზადება და გადასინჯვა სტანდარტით განსაზღვრულ ვადებში;
** ბენეფიციარებთან ინდივიდუალური და ჯგუფური აქტივობების განხორციელება ბინაზე და ცენტრში ან საბავშვო ბაღში;
** მშობლებთან ინდივიდუალური მუშაობა; მათი ჩართვა ბავშვების განვითარების პროცესში;
** ბენეფიციართა ინდივიდუალური განვითარების მონიტორინგი და ანგარიშების მომზადება;
** გუნდის წევრებთან ერთად შეხვედრებში მონაწილეობა, მუშაობის დაგეგმვა და შედეგების შეფასება/გადაფასება; ყოველკვირეულ შეხვედრებზე დასწრება და სამუშაო პროცესში ჩართვა; პროფესიულ თემებზე განრიგის მიხედვით პრეზენტაციის მომზადება, სხვა სპეციალისტებისათვის ბენეფიციარებთან დაკავშირებით საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების მიცემა.
** ჯანმრთელობის დაცვის ერთიან საინფორმაციო სისტემაში (ელექტრონულ პორტალში) ინფორმაციის ვადების დაცვით შეყვანა;
** ინტერვენციონისტი პასუხისმგებელია პერსონალთან და მომხმარებელთან დაკავშირებით კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე;
** ინტერვენციონისტი პასუხისმგებელია დაკისრებული ამოცანების და ფუნქციების ვადაში შესრულებაზე;
** ინტერვენციონისტი პასუხისმგებელია ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე;
** ინტერვენციონისტი ვალდებულია სამუშაო პროცესის ცვლილებასთან დაკავშირებით უზრუნველყოს პროგრამის მენეჯერის დროული ინფორმირება.
** ინტერვენციონისტი ვალდებულია სამუშაო პროცესის ცვლილებასთან დაკავშირებით უზრუნველყოს ბენეფიციარის კანონიერი წარმომადგენელის ინფორმირება 24 საათით ადრე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - 6 საათით ადრე;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება, გამოცდილება, უნარები

აუცილებელია:

** უმაღლესი განათლების დიპლომი;
** პროფესიული განთალება;
** ჯგუფში მუშაობის ტექნოლოგიები;
** ფსიქოლოგი ან ოკუპაციური თერაპევტი ან ენის და მეტყველების თერაპევტი (ლოგოპდი) ან ფიზიკური მედიცინისა და რეაბილიტაციის სპეციალისტი ან სპეციალური მასწავლებელი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point, Outlook);

სასურველია:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები

აუცილებელია:

** გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
** შეზღუდულ დროში დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების უნარი;
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის დამყარება;
** სამუშაოს დაგეგმვის და დროის სწორად გადანაწილოების უნარი;
** პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
** მოქნილი, ღია მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
** წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
** როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
** სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
** მიმღებლობა ნებისმიერი კატეგორიის ბენეფიციართან მუშაობისას

განაცხადის შეტანა:

სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV ელ. მისამართზე: tea.lolua@caritas.ge გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ: პოზიცია.
~
საქართველოს კარიტასი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან განაცხადების შემოტანის პერიოდის დასრულების შემდეგ.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 5.10.2024

ორგანიზაციის შესახებ: საქართველოს კარიტასი არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს.

"საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.caritas.ge/; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial/



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |