"ბიბლუსი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.
ჩვენთან გელოდებათ:
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** და რაც ყველაზე მთავარია - ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.
ძირითადი მოვალეობები:
** ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა
** მარკეტინგული ბიუჯეტის შემუშავება, წლიური და კვარტალური KPI-ების განსაზღვრა და მათი კონტროლი/მართვა
** ბრენდის განვითარების, პოზციონირების და საიმიჯო კამპანიების იდეაცია, მისი მხარდამჭერი კამპანიების ორგანიზება
** კომპანიაში მიმდინარე ივენთების მიხედვით, საორგანიზაციო საკითხების ორგანიზება
** გაყიდვების მხარდამჭერი აქტივობების განსაზღვრა, შედეგების ანალიზი
** სოციალური და ციფრული მედია არხების განვითარება და მხარდაჭერა
** ბაზრის ტენდენციების კვლევა, ანალიზი, კონკურენტული უპირატესობების განსაზღვრა
** მომხმარებლის ქცევის შესწავლა, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
** მომხმარებლის კმაყოფილების კვლევა, შედეგების დამუშავება და ანალიზი
** საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა და განვითარება
** სარეკლამო კომპანიებთან კომუნიკაცია
** ტელე და რადიო მედიასთან კომუნიკაცია
** ახალი ფილიალების გახსნის ორგანიზება
** განხორციელებული პროექტების შედეგების ანალიზი და რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნეს ადმინისტრირების, საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა (MS Excel, MS Outlook, MS Word);
საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** როგორც გუნდურად, ისე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვა;
** დეტალებზე ორიენტირება;
** ეფექტური კომუნიკაციური უნარები.
სამუშაო გრაფიკი: სრული;
დაინტერესებულმა პირებმა, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@biblusi.ge და "subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი).
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.