კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე, ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას და მომხმარებელს ყველაზე ხარისხიან და გემრიელ ტკბილეულსა და ცხობის პროდუქციას სთავაზობს.
"მადარტ დელივერი" "მადარტის" შვილობილი კომპანიაა, რომელიც ჩვენი მომხმარებლისთვის ყველაზე გემრიელი და ტკბილი პროდუქციის, ყველაზე სწრაფად და ხარისხიანად მიტანას უზრუნველყოფს. ჩვენი მიზანი, უსაფრთხო და დროული მიწოდების გარდა, მომხმარებლისთვის გემრიელი და პოზიტიური განწყობის შექმნაა.
კომპანია "მადარტ დელივერი" სამუშაოდ გიწვევთ გუნდის მენეჯერის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. ბელიაშვილის ქ.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1700-2500₾
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ქოლცენტრში დაქვემდებარებული გუნდის მართვა;
** დაქვემდებარებული გუნდის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაცია და უკუკავშირი;
** ქოლცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესების მართვა;
** ქოლცენტრში მიმდინარე სამუშაო პროცესებში ჩართულობა;
** ქოლცენტრში მიმდინარე პროცესების ხარისხის კონტროლი და, საჭიროებისამებრ, შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
** ჩანაწერების მოსმენა, შემდგომი ანალიზი და რეპორტინგი;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ინიციატივების წამოყენება უშუალო ხელმძღვანელთან;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მიღებული დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ან მენეჯმენტის მიმართულებით;
** აუცილებელია MS Office-ის ცოდნა.
შერჩევის პროცესი:
** I ეტაპი - ელ. ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლ-ცენტრისა და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** II ეტაპი - გასაუბრება HR-თან;
** III ეტაპი - ტესტირება;
** IV ეტაპი - გასაუბრება ქოლცენტრის ხელმძღვანელთან და HR მენეჯერთან.
დაგვიმეგობრდი სოციალურ ქსელებში:
Facebook (მთავარი გვერდი): https://www.facebook.com/madartgeorgia
Facebook (კარიერის გვერდი): https://www.facebook.com/madartcareer
Instagram: https://www.instagram.com/madart_madart/
Tik Tok: https://www.tiktok.com/@madartbakery?_t=8gmNhWXbggl&_r=1
Linkedin: https://www.linkedin.com/company/42162771/admin/feed/posts/
ვებ გვერდი: https://madart.ge/
რეზიუმეს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტ დელივერიმ" დაამუშავოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები რეზიუმეს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში, დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.
იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები, თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@mdelivery.ge
კანდიდატებს, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უკუკავშირი დაუბრუნდებათ გასაუბრებიდან არაუმეტეს 2 კვირის ვადაში, სატელეფონო ზარის, სატელეფონო შეტყობინების ან ელ. ფოსტის მეშვეობით.
მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება): vacancy@mdelivery.ge
გისურვებთ წარმატებებს!