შპს "ალტა"-ს წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას საქართველოს ტექნოლოგიების ბაზარზე, ოპერირებს არსებული მსოფლიო ბრენდების, დისტრიბუციის, საცალო გაყიდვების და სერვისების რეალიზაციის მიმართულებით, წლების განმავლობაში გაფორმებული აქვს პარტნიორული კონტრაქტები უმსხვილეს მსოფლიო ბრენდებთან.
"ალტა" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** მიღებული საქონლის დახარისხება და დასაწყობება;
** საწყობის პერიოდული აღწერა;
** მოტანილი ან/და დარბაზიდან გაყიდული პროდუქტების შეფუთვა/გახსნა;
** საწყობში ან/ და სტენდებზე სიცარიელის შევსება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: საწყობში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancyaltaretail@alta.ge 2024 წლის 27 ოქტომბრის ჩათვლით.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject")მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ შპს "ალტა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.