jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
მომწოდებელი: თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

"თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორის პოზიციაზე.

"თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი" 1918 წლიდან უზრუნველყოფს მაღალხარისხიანი, პროფესიული საგანმანათლებლო სამედიცინო პროგრამების განხორციელებას. სასწავლებელმა საუკუნის მანძილზე სამედიცინო დარგის მრავალი წარმატებული სპეციალისტი აღზარდა, რომლებიც ემსახურებიან ადამიანების ჯანმრთელობის დაცვის საქმეს.

განაკვეთი: არასრული, ჰიბრიდული

ძირითადი მოვალეობები

** საზოგადოებაში სასწავლებლის ცნობადობის ამაღლების მიზნით, აქტივობების დაგეგმვა/განხორციელება.
** საზოგადოებრივი აზრის შესწავლა (ელექტრონულ და ბეჭდურ მასმედიიდან, საკომუნიკაციო საშუალებებით შემოსული შეკითხვების/კომენტარებიდან მიღებული ინფორმაციის შეგროვება და ანალიზი).
** მისაღები კონტინგენტის მოზიდვის ღონისძიებების დაგეგმვასა და პროფესიული ორიენტაციის ხასიათის აქტივობების განსაზღვრაში მონაწილეობა/ხელშეწყობა.
** მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების, პროგრამებისა და პროექტების, შეთავაზებული სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის უზრუნველყოფა.
** სასწავლებლის მიერ განხორციელებადი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების პოპულარიზაციის ხელშეწყობა.
** საინფორმაციო/სარეკლამო ბროშურების ტექსტის/შინაარსის/ფოტომასალის მომზადება შესაბამისი პოზიციის თანამშრომელთან კოორდინაცია და მათი გავრცელების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, პიარის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით. განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.
** მარკეტინგისა და/ან პიარის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა

პიროვნული თვისებები და უნარები

** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** დროის ეფექტურად მართის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** პოზიტიურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr.medicalschool@gmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი.

"თბილისის პირველი სამედიცინო სასწავლებელი" მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსა. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესაღებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |