jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მძღოლი-ექსპედიტორი
მომწოდებელი: იზივეი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

ლოჯისტიკური და საკურიერო კომპანია "იზივეი" ეძებს კომბოს ტიპის ავტომობილის მძღოლს-ექსპედიტორს.

მდებარეობა: თბილისი, გურამიშვილის გამზ. 64
სამუშაო არეალი: სამგორის რაიონი
ანაზღაურება: 1000 ლარი + ყოველ ჩაბარებულ გზავნილზე 2 ლარი.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის კუთვნილი ავტომობილის მართვა;
** გზავნილების უსაფრთხოდ, დაუზიანებლად ტრანსპორტირება;
** ამანათების ჩაბარება/აღება;
** კომპანიის აპლიკაციაში მუშაობა;
** აღებული ამანათების დასტიკერება და დანათების პროცესში მონაწილეობა.

კანდიდატის პროფილი:

** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა (მექანიკა);
** 2+ წელი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება;
** სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული კომუნიკაციის უნარი.

ჩვენი უპირატესობები:

** გამართული სამუშაო პროცესი;
** მეგობრული სამუშაო გარემო.

კანდიდატები გაივლიან შერჩევის ორ ეტაპს:

** პირველი ეტაპი - სატელეფონო გასაუბრება,
** მეორე ეტაპი - ადგილზე გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გადადით ბმულზე და შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://easyway.bo.ge/recruit/form/ea326ba7c3eb540ef39f6c01ecd23a98

დამატებით კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577 23 80 03



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |