jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: თრეიდ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "თრეიდ ჯორჯია" დაფუძნდა 2015 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად იქცა. მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით კომპანიამ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა.ჩვენი მისიაა ყოველდღიურად უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და კომფორტული გარემოს შექმნა.

ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, მარკეტინგის სპეციალისტს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** კონტენტის დისტრიბუცია სოციალურ მედია არხებში Facebook, Instagram, LinkedIn, Web.
** კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და მათზე დროული რეაგირება;
** კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად ბეჭდვითი საკომუნიკაციო მასალის დიზაინის შექმნა და დამუშავება შესაბამის ფორმატში;
** სარეკლამო მასალების დიზაინის შემუშავება და მომზადება;
** პერიოდული ანგარიშგება კომპანიის მენეჯმენტთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გატაცებული ციფრული და სოციალური მედიის სფეროთი
** სოციალური მედია პლატფორმების ბაზისური ცოდნა
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** სასურველია უმაღლესი განათლება რელევანტურ დარგში ან/და შესაბამისი კურსები;
** უცხო ენების ცოდნა (ინგლისური ან/და რუსული)
** სასურველია პროგრამების ცოდნა: Illustrator, Corel, Photoshop, After effect.

დამატებითი უნარები:

** საკითხის მიმართ პოზიტიური მიდგომისა და გადაჭრის უნარი;
** სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკურად აზროვნება;
** ორგანიზებულობა, დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები:

** კვირაში 5 სამუშაო დღე ორშაბათი-პარასკევი
** ანაზღაურება: ხელზე გასაცემი 1000 ლარის ოდენობით.
** სამუშაო განრიგი: 10:00-18:00

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე ელფოსტაზე: mariam.khutsishvili@tg.com.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და წარმატებას გისურვებთ.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |