jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: რეგალია
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

სამგზავრო ინვენტარის შემომტანი კომპანია "რეგალია" 2019 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე. ჩვენ ვართ პირველი მულტიბრენდული კომპანია, რომელმაც საქართველოს მოსახლეობას გააცნო ევროპული ბრენდების სამგზავრო ინვენტარი: WENGER, VICTORINOX, TRAVELITE, TITAN, SWISS GEAR, PIQUADRO, DOPPLER, TROIKA. ჩვენს მაღაზიათა ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ სრული სამგზავრო ეკიპირება: ჩემოდანი, ზურგჩანთა, ლეპტოპის ჩანთა, ქოლგა, საწვიმარი, სამგზავრო ჩანთა, მცირე ზომის სხვადასხვა დანიშნულების მქონე ჩანთა და სხვა აქსესუარები იმისათვის, რომ მოგზაურობა უფრო კომფორტული და მოხდენილი გახდეს.

ვებგვერდი: https://www.regalia.ge/

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება:

** სამუშაო გრაფიკი: ცვლებში 10-საათიანი სამუშაო დღე (1 საათი შესვენება)
** ცვლების განაწილების მიხედვით საშუალოდ კვირაში 2-3 დღე.

ანაზღაურება: საწყის ეტაპზე ფიქსირებული საათობრივი ანაზღაურება, რომელსაც სამსახურის დაწყებიდან 2 თვეში ემატება ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის მომხმარებლების მაღალკვალიფიციურად მომსახურება, არსებული მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** პროდუქციის მოწესრიგება და განთავსება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების სრულყოფილად ცოდნა;
** სალაროსთან მუშაობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის/დამწყების დონეზე (MS Word, Excel).
** სალაროსთან/ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** გამართული მეტყველება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** მიზანსწრაფულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მრავალფეროვან სამოტივაციო სისტემას
** ბაზარზე კონკურენტულ ანაზღაურებას
** კორპორაციულ ფასდაკლებას პროდუქციაზე;
** მოქნილ საბონუსე სისტემას
** ჯანსაღ სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას

კომპანია "რეგალიას" შეთავაზებით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელმისამართზე: ana.gviniashvili@regalia.ge და "Subject" ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება ("მაღაზიის კონსულტანტი - თბილისი").

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "რეგალიამ" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "რეგალიას" ბაზაში 1 წლის ვადით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |