jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სტაჟიორი/მოხალისე
მომწოდებელი: აფხაზინტერკონტი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 29 ოქტომბერი

არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი "აფხაზინტერკონტი" (AIC) აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა/მოხალისეთა აყვანაზე ქ. ქუთაისის და ამბროლაურის ოფისებში შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

ორგანიზაციის მისია: ორგანიზაცია ხელს უწყობს საქართველოში მცირე, მიკრო და საშუალო მეწარმეობის და ფერმერული მეურნეობის მდგრად განვითარებას;, იძულებით გადაადგილებულ პირთა და შეჭირვებული მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საჭიროებების მქონე ჯგუფების ინტერესების დაცვას.

მოხალისის მოვალეობები:

** ორგანიზაციის მიზნების, ამოცანების, ძირითადი საქმიანობის, ორგანიზაციის შინა-განაწესისა და ეთიკის კოდექსის გაცნობა;
** ინფორმაციის მიღება ფონდ "აფხაზინტერკონტის" საქმიანობების, სამიზნე თემებისა და მიზნობრივი ბენეფიციარების შესახებ;
** ორგანიზაციის მიმდინარე პროექტებში ჩართულობა - აქტიური მონაწილეობის მიღება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მომზადებასა და განხორციელებაში;
** საოფისე საქმიანობებში ჩართულობა, დოკუმენტების დახარისხება, დაფაილება;
** სასწავლო და კვალიფიკაციის ასამაღლებელ ღონისძიებებში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

** სასურველია კანდიდატებს ჰქონდეთ უმაღლესი განათლება;
** მოხალისეობის კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის, ბაკალავრის, ან მაგისტრის ხარისხის მქონე პირის დოკუმენტი;
** ეკონომიური, სოფლის მეურნეობის ან ბიზნეს ადმინისტრირების განათლებით;
** სასურველია უცხო ენის ცოდნა, თუნდაც საკომუნიკაციო დონეზე;

პიროვნული განათლება და უნარები:

** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; (Word, Excel, Powerpoint, Internet Exprorer)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დისციპლინირებულობა;
** საკითხებისადმი კრეატიული და შემოქმედებითი მიდგომის უნარი;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** მიზანდასახულობა და ლიდერული თვისებები;
** კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი მოტივაცია;

ენების ცოდნა:

** ქართული - მშობლიური
** ინგლისური ენა - მინიმუმ საბაზისო

მოხალისეს/სტაჟიორს მიეცემა საშუალება:

** იყოს ორგანიზაციის მიერ მივლინებული პირი კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებზე და სასწავლო სემინარებზე როგორც ფონდ "აფხაზინტერკონტში", ასევე მის გარეთ;
** აიმაღლოს კვალიფიკაცია პიროვნულ უნარებში, გაეცნოს არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დაესწროს სხვადასვხა კონფერენციებს, შეხვედრებს;
** მიიღოს მონაწილეობა მრგვალ მაგიდებსა და დისკუსიებში, დაეუფლოს დიალოგებისა და დისკუსიების წარმართვის ტექნიკას და ანალიტიკურ აზროვნებას;
** მიეცემა შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა (უპირატესობის მინიჭებით), ფონდ "აფხაზინტერკონტის" მიერ გამოცხადებულ საპროექტო ვაკანსიებზე;

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე (CV) და სამოტივაციო წერილი უნდა მოიტანონ შემდეგ მისამართებზე: ქ. ქუთაისი, ნინოშვილის ქუჩა #27, ქ. ამბროლაური დ. აღმაშენებლის #24
ან გამოაგზავნონ ელ. ფოსტით: aicinfo2022@gmail.com. გზავნილში (Subject) უნდა მიეთითოს: მოხალისის/სტაჟიორის პოზიცია.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ საკონტაქტო ტელეფონზე:
593 15 13 35, 599 17 08 05

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 29.10.2024 წელი



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |