jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

"ლუკა პოლარეს" მარკეტინგის გუნდში მარკეტინგის სპეციალისტის ვაკანსია გვაქვს!

თუ შენი პროფესია გიყვარს და გსურს შენი ცოდნა ყველაზე ფერად და გემრიელ ბრენდთან მუშაობისას გამოიყენო, მაშინ გაგვიხარდება ჩვენს გუნდში შენი გამოჩენა!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები, რისი შესრულებაც მოგიწევს:

** მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება;
** ბრენდის შესაფუთი და სხვა ბეჭდური მასალების კონცეფციის შემუშავება და სარეკლამო კომპანიებთან თანამშრომლობა;
** ფილიალების მონიტორინგი და ბრენდის სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა
** მარკეტინგის გუნდთან ერთად, გაყიდვების სტიმულირების კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რასაც უნდა აკმაყოფილებდე:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის ან PR-ის მიმართულებით;
** ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის გამართულად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

უნარ-ჩვევები, რაც დაგჭირდება ჩვენთან მუშაობისას:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, განაცხადი გამოგზავნოთ მეილზე: hr@lucapolare.com: და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |