jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სითიქომი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!

ჩვენს შესახებ:

"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს, მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებს და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.

"სითიქომში" ყოველთვის პრიორიტეტულია ჩვენი მთავარი სამეზობლო - სითიქომის გუნდი!

პროფესიული განვითარების გარდა, აქ დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში საინტერესო აქტივობები და ბევრი გართობა!

პოზიცია: ქოლცენტრის ოპერატორი

ვეძებთ პროაქტიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მხარდაჭერასა და მათი პრობლემების გადაჭრაზე. თუ ხარ ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი, სითიქომი შენ გეძებს!

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან სატელეფონო/Facebook კომუნიკაცია კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვით;
** მომსახურების მაღალი სტანდარტის სატელეფონო/ Facebookკომუნიკაციის საშუალებით მომხმარებლისთვის ამომწურავი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, მათი დახმარება;
** მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის შიდა სისტემაში ასახვა, დამუშავება
** სატელეფონო/Facebook კომუნიკაციისას დაბრკოლებების გამოვლენა და მომსახურების პროცესის მართვისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მიღება
მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების მოგვარება და მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე ზრუნვა;

სასურველია:

** მსგავს პოზიციაზე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სატელეფონო კომუნიკაციის გამოცდილება;
** შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება.
** თავს კომფორტულად გრძნობდე დინამიკურ და მრავალფეროვან გარემოში;
** იყო კომუნიკაბელური, ღია და გუნდური მუშაობის მოყვარული

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სამუშაო დრო: სამუშაო დრო: 11:00-20:00 მდე, დასვენების დღე: სამშაბათი & ოთხშაბათი, ან ხუთშაბათი & პარასკევი.
** ანაზღაურება: 1100 ლარი + ბონუსი (საშუალოდ 250 ლარი)
** მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
** ენები: ქართული, ინგლისური

რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/jobsgecalloperator

გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით.

მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |