შპს "დაირექტ დებიტ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის და რეპორტინგის დეპარტამენტში, მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში (დღის ცვლა).
ძირითადი ფუნქცია/მოვალეობა:
** კომპანიის ავტომობილების გადაადგილების პროცესის ვიდეო და GPS მონიტორინგი;
** სწრაფი გადახდის აპარატის განულების პროცესის მონიტორინგი, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით;
** მონიტორინგის პროცესში საეჭვო და საყურადღებო მოვლენების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება;
** შესრულებული სამუშაოს რეპორტინგი.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (დამამთავრებელი კურსის სტუდენტი);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ეფექტური კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარები;
** ორგანიზაციული უნარ-ჩვევები, დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** ანალიტიკური, სხარტი აზროვნება, მრავალმხრივი ინფორმაციის ანალიზის და სისტემატიზირების უნარი, რისკების შეფასების უნარი.
ხელშეკრულების ხანგრძლივობა: 6 თვე;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-შაბათი, დასვენება - ყოველ მესამე დღეს და კვირა დღეს;
სამუშაო საათები: არაუმეტეს კვირაში 40 საათისა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, ბელიაშვილის ქუჩა #106;
ხელფასი: ხელზე ასაღები 1150 ლარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: ddgjobs@ddg.ge 2024 წლის 1 ნოემბრამდე (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ინციდენტების მონიტორინგის ჯგუფის სპეციალისტი (დღის ცვლა)".