კომპანია "AMTS" (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის თანამდებობაზე.
პოზიციის ადგილმდებარეობა: თბილისი, დიდი დიღომი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით შექმნილი შეკვეთების დოკუმენტაციის კონტროლი;
** გასამზადებელი შეკვეთების ამობეჭდვა და საწყობის სპეციალისტებისთვის გადაცემა;
** სასაქონლო ზედნადებების გააქტიურება შესაბამისი ელექტრონული სისტემის გამოყენებით;
** საგადასახადო პორტალ RS.GE-ს ზედნადებების მოდულში მუშაობა;
** გადამზიდავ კომპანიებთან ურთიერთობა (DHL, TNT და სხვა) - მათი გამოძახება, ტრანსპორტირებაზე შეთანხმება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება/გააქტიურება;
** პროდუქციის მახასიათებლებთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე რეაგირება (ინფორმაციის მიწოდება, ვადების, ნაშთების ან ტექნიკური პარამეტრების გადამოწმება, ვიზუალური მასალების გადაგზავნა და სხვა);
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** კომპიუტერული და საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
** შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი (მინიმალური საწყისო ხელფასი 800 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.