jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

სს "არდი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სს "არდი დაზღვევის" back office - ზ. ანჯაფარიძის №1
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღება, დამუშავება და უკუკავშირის მიწოდება.
** მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ხელშეკრულების, ინვოისის, ცვლილების მომზადება;
** ყველა საჭირო ინფორმაციის ბაზებში დროული ასახვა და შესაბამისი უკუკავშირის მიწოდება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების განხრით). განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
** აუცილებელია MS Excel-ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1-B2)
** სასურველია სადაზღვევო ან საბანკო სფეროში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (1 ან 2 წლიანი).

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge გადმოგზავნისას მიუთითეთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "საოპერაციო სამსახურის სპეციალისტი."

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |