არასამთავრობო ორგანიზაცია ასოციაცია "HERA XXI" აცხადებს ვაკანსიას კომუნიკაციის ასისტენტის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი
განაკვეთი: სრული (10:00-18:00); ჰიბრიდული რეჟიმი
ანაზღაურება: შეთანხმებით (განისაზღვრება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად)
ძირითადი მოვალეობები:
** ორგანიზაციაში კომუნიკაციის კომპონენტის მართვა;
** თემატური საინფორმაციო მასალების მომზადება/კონტენტის შექმნა;
** სოციალური ქსელების მართვა;
** ორგანიზაციის მთავარი საიტის hera-youth.ge მართვა;
** ორგანიზაციის საიტზე: forparents.ge და forteachers.ge კონტენტის განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არასამთავრობო სექტორში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** პროექტების დაგეგმვის და განხორციელების თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (word/excel/PowerPoint, ელ-ფოსტის სარგებლობა);
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა.
** Facebook Ads Manager-ისა Meta Business Suite-ს ცოდნა;
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** კრეატიულობა
** ორგანიზებულობა,
** დისციპლინირებულობა და პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დიდი მოცულობის სამუშაოს შესრულების უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** ანგარიშების (რაპორტების) მომზადება;
** დოკუმენტების წარმოება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სწავლების უნარი;
** გუნდური მუშაობა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ ავტობიოგრაფია (CV), რეკომენდაცია ბოლო დამსაქმებლისგან და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: xxihera@gmail.com 2024 წლის 14 ოქტომბრის ჩათვლით, სამუშაო დღის ბოლომდე.
ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.hera-youth.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: +995 32 201 12 21