"ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია" აცხადებს სტაჟირების პროგრამას ბოლო საფეხურის სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.
სტაჟირების მიზანს წარმოადგენს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება, მათი პროფესიული განვითარება და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ხელშეწყობა. ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია დაარსებულია 30 წლიან საგანმანათლებლო გამოცდილებაზე.
აკადემიაში დაგხვდებათ:
** ISO საერთაშორისო ხარისხი;
** ორი საკუთარი შენობა თბილისში და ერთი ფილიალი საჩხერეში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნიკითა და ინფრასტრუქტურით;
** საწარმოო პრაქტიკები წარმატებულ კომპანიებში დასაქმების შესაძლებლობით;
** პროფესიონალი და კეთილგანწყობილი პერსონალი.
სტაჟიორებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ და ჩაერთონ ქვემოთ მოცემულ პროცესებში შესაბამისი მიმართულებებით:
** საქმისწარმოება;
** სასწავლო პროცესის მართვა;
** სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** ადამიანური რესურსების მართვა;
** ხარისხის უზრუნველყოფა;
** საზოგადოებასთან ურთიერთობა;
** შრომის უსაფრთხოება;
** მატერიალური რესურსების უზრუნველყოფა.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
** პრაქტიკულ ცოდნას შესაბამის დარგში;
** თქვენზე მორგებულ გრაფიკს;
** სტაჟირების დასრულების შემდგომ სერტიფიკატს და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელ ცნობა/რეკომენდაციას;
** ადგილზე დასაქმების შესაძლებლობას.
რას ვითხოვთ ჩვენ:
** უმაღლესი განათლებას ან დამამთავრებელ კურსის სტუდენტს
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნას;
** ინგლისური ენის ცოდნაც სასურველია.
ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია პიროვნული მახასიათებლები:
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდურობა;
** ორგანიზებულობა;
** განვითარებაზე ორიენტირებულობა.
სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, სტუდენტურ ცხრილთან შეთავსებით;
ადგილმდებარეობა: წერონისის ქ. N208, თბილისი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტაზე, Subject-ში მიუთითეთ მიმართულების დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. btacollegehr@gmail.com, განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 ოქტომბერი.