jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული-ტრავმატოლოგიურ და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე

სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება (ნეტი) 1200 ლარი + ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამედიცინო ვიზიტების განხორციელება ექიმებთან დადგენილი სიხშირის მიხედვით;
** კლინიკების და ექიმების ბაზის შექმნა და საჭიროებისამებრ განახლება;
** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება;
** ახალი კლინიკების, ობიექტების და ექიმების მოძიება და ვიზიტების დაგეგმარება პროდუქციის გაცნობის და შეთავაზების მიზნით;
** გაყიდვების სტატისტიკის რეგულარული წარმოება და ანგარიშის მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება სამედიცინო ან მონათესავე მიმართულებით;
** სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** პრეზენტაბელური;
** შრომისმოყვარე, ენერგიული, ორგანიზებული;
** დროის მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კრეატიული;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ-მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |