"Shota@Rustaveli Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კერძების მომზადება არსებული რეცეპტებისა და კალკულაციების დაცვით;
** საკვები პროდუქტების შენახვა და დამუშავება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
** ჰიგიენისა და სანიტარული ნორმების დაცვის უზრუნველყოფა;
** სამუშაო უნიფორმის მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა;
** აქტიური კომუნიკაცია უშუალო ხელმძღვანელსა და კოორდინაციაში მყოფ სხვა პირებთან;
** შეფ მზარეულის მიერ გაცემული დავალებების ზედმიწევნით შესრულება;
** შეკვეთების მიღება და გაშვება ოპტიმალურ დროში კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვით;
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართული და ევროპული (იტალიური) სამზარეულოს ცოდნა;
** საუზმის მენიუს მომზადების გამოცდილება;
** ახალი კერძებისა და რეცეფტების ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** 9 საათიანი სამუშაო გრაფიკი, კვირაში 2 დასვენების დღე;
** ფიქსირებული ხელფასი 1400 ლარი + ბონუსი მაღალ სეზონზე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shotahotels.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.