jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ანაზღ. სტაჟირება აუდიტის და მარწმუნებელი მომს. მიმართულებაში
მომწოდებელი: ბიდიო
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 20 ოქტომბერი

კომპანია "BDO" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებაში.

"BDO" არის წამყვანი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და კლიენტებს სთავაზობს ბიზნეს სერვისების ფართო სპექტრს, იურიდიულ მომსახურებას და მრავალფეროვან ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს. 250-ზე მეტი პროფესიონალითა და გლობალური ქსელის მხარდაჭერით, რომელიც 166 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა წარმოდგენილი, ბიდიოს საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია უმსხვილეს აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიებს შორის.

თუკი თქვენი მიზანია შეიძინოთ ცოდნა საქართველოში მიმდინარე ბიზნეს-პროცესების შესახებ და გსურთ, თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკლავდეთ ტექნოლოგიების გამოყენებით და განივითაროთ მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც დაგეხმარებათ დროის სწორად მართვაში, ბიზნეს ურთიერთობების წარმატებით წარმართვასა და პრობლემის ოპტიმალური გადაწყვეტის მიღებაში, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის.

"BDO"-ს გუნდი გთავაზობთ საინტერესო და მეგობრულ სამუშაო გარემოს. მუდმივ სწავლებასა და განვითარებას, როგორც უშუალოდ სამუშაო პროცესში, ასევე ბიდიო აკადემიის ტრენინგებით.

იხილეთ განცხადების სრული ტექსტი ბმულზე: ანაზღაურებადი სტაჟირება აუდიტისა და მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებაში.

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 20.10.2024



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |