კომპანია "AMTS" (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის თანამდებობაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** საწყობში არსებული პროდუქციის ინვენტარიზაცია, დალაგება და პროდუქციისათვის შიდა კოდების მინიჭება კომპანიაში არსებული სტანდარტების მიხედვით;
** შემოსული ტვირთების მიღება, დათვლა, დაწყობა;
** მომზადებული დოკუმენტაციის მიხედვით გასაგზავნი ტვირთების მომზადება და მძღოლ-ექსპედიტორებზე გადაცემა.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა.
ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებაზე (800 ლარიდან).
ხელშეკრულების გაფორმებამდე აუცილებელია გამოსაცდელი პერიოდის გავლა (ანაზღაურებადი).
ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კორპორატიული ნომერი და ჯანმრთელობის დაზღვევა.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ ინფორმაცია თქვენს შესახებ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საწყობის თანამშრომელი".