jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: დიპლომატ ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია შპს "დიპლომატ ჰოლდინგი", აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე. შპს "დიპლომატ ჰოლდინგი" არის საქართველოს მასშტაბით ლიდერ კომპანიათა შორის, რომელიც ახორციელებს საკვები პროდუქტების დისტრიბუციას 2002 წლიდან.

დამატებით ინფორმაციისთვის ეწვიეთ საიტს: http://www.diplomatholding.com.ge

სამუშაო პირობები: სამუშაო დღეები ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით (ყველა ოფიციალურ უქმე დღეს დასვენება);

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისში მოსული სტუმრების მიღება-გადამისამართება;
** სტუმრებთან ურთიერთობა და კომუნიკაციის წარმართვა;
** სატელეფონო ზარებზე, ელ. წერილებზე პასუხი, ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დეპარტამენტთან გადამისამართება;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** საფოსტო გზავნილის მიღება-გადამისამართება;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
**დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება

ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, მეგობრულ სამუშაო გარემოს, და რაც მთავარია განვითარების, კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ ქართულ ენაზე CV მისამართზე: hr@master-trade.ge და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |