jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო Glarros OldTown
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

სასტუმრო "Glarros OldTown"-ის კონცეფცია 2020 წელს შეიქმნა და მისი ბრენდის ქვეშ გახსნილი პირველი ობიექტი მდებარეობს თბილისის ცენტრალურ უბანში, დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, კალაუბანში, კოტე აფხაზის 15 ნომერში, თავისუფლების მოედნიდან 1 წუთის სავალზე. სასტუმრო მოწყობილია ყველა იმ საერთაშორისო სტანდარტისა და რეგულაციის მიხედვით, რომელიც აუცილებელია სტუმრის უსაფრთხოებისა და კომფორტული დასვენებისთვის. სასტუმროს გახსნასა და მის შემდგომ მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარული საერთაშორისო მენეჯმენტ კომპანია HSC Group.

Eco-friendly გარემო, უწყვეტი სწრაფი ინტერნეტი, უნიკალური ლოკაცია, ტკბილი ძილი, Large King ზომის საწოლები, მარტივი Check in & out. ეს იმ ფასეულობების არასრული ჩამონათვალია, რაც სტუმრებს Glarros OldTown - ში დახვდებათ.

სასტუმროს კონცეფცია შთაგონებულია ძველი თბილისის უნიკალური არქიტექტურისა და თანამედროვეობის სინთეზით, რაც გამოხატულია ინტერიერის თითოეულ დეტალში. ლატუნის სპირალური კიბე, მოზაიკა, ხის პარკეტი და სხვა დიზაინერული გადაწყვეტილებები ხაზს უსვამენ ძველი თბილისის არქიტექტურასა და ავთენტურობას.

სასტუმროში განთავსებულია 75 ექსკლუზიური დიზაინის ოთახი, სადაც გამოყენებულია მსოფლიოში წამყვანი დიზაინერების მიერ შექმნილი ვიზუალები, როგორიცაა Le Corbusier და ა.შ.
ქართულ-ევროპული ტიპის რესტორანი - Gastromania, შეხვედრების ოთახი, ბიზნეს ცენტრი და ღია კაფე, რომელიც სტუმრებს ექსპრესს კონცეფციას შესთავაზებს. Glarros OldTown ჯანსაღ და მეგობრულ გარემოსთან ერთად, გუნდს საერთაშორისო გამოცდილებას და ბრენდთან ერთად კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს.

Managed by HSC Group - A Good Place to Be

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს:

LinkedIn - https://www.linkedin.com/company/glarros-oldtown/
Facebook - Glarros OldTown | Tbilisi | Facebook
Website - www.glarros.com
HSCgroup website - www.hscgroup.ge

სასტუმრო Glarros OldTown აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მიღება განთავსების გუნდის მართვა
** შესაბამისი პროცედურების და სტანდარტების დანერგვა და განხორციელება
** გუნდის პროდუქტიული მუშაობის ორგანიზება

კანდიდატის გამოცდილება:

** სასტუმროში მუშაობის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა
** შესაბამისი პროგრამების ცოდნა (OPERA)
** მაღალი საორგანიზაციო უნარ-ჩვევები

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი cv შემდეგ მისამართზე: hr@glarros.com
წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიცია.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სასტუმროს მიერ (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება: კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებული ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება კონკურსის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სასტუმროს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელფოსტაზე: hr@glarros.com



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |