სააგენტო "SN Georgia" ეძებს გუნდის წევრს სარეკლამო კონსტრუქციების შემდუღებლის პოზიციაზე.
"SN Georgia" 2012 წლიდან მოღვაწეობს სარეკლამო სფეროში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სარეკლამო კონსტრუქციების აწყობა და მონტაჟი (ლაითბოქსები, აბრები, სარეკლამო ბილბორდები და სხვა);
** შედუღების სამუშაოების შესრულება მაღალი ხარისხის და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად;
** ამწე კალათაზე მუშაობა და სარეკლამო ბილბორდების დამონტაჟება;
** შედუღების ადგილების შემოწმება და ხარისხის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შედუღების აპარატთან მუშაობის გამოცდილება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ხელსაწყოებთან და ინსტრუმენტებთან (ელექტრო და მექანიკური) მუშაობის გამოცდილება;
** სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობა (B კატეგორია) უპირატესობად ჩაითვლება.
პიროვნული თვისებები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ტექნიკური აზროვნება;
** პუნქტუალურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** მეგობრულ გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას.
ანაზღაურება: 1000-1500
სამუშაო განრიგი: სრული
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@smith.ge, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.