jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: Prime Fit
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

სპორტ კომპლექსი "Prime Fit" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე (2 ვაკანტური ადგილი)

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვაჟა ფშაველას N71.

მოვალეობა და პასუხისმგებლობა:

** სპორტ კომპლექსის ტერიტორიაზე დაზიანებული ინვენტარის აღდგენითი სამუშაოების გატარება,
** შეასრულოს პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოები ინჟინრის მიერ მითითებული ინსტრუქციების მიხედვით და მწარმოებლის რეკომენდაციების გათვალისწინებით;
** მოუაროს ხელსაწყოებსა და დანადგარებს და შეინარჩუნოს სამუშაო ადგილი, სუფთა მდგომარეობაში;
** შეასრულოს ყველა მოვალეობა, რომელსაც დააკისრებს მთავარი ინჟინერი, ასისტენტ ინჟინერი;
** ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების წესების დაცვა
** სპორტ კომპლექსის მიერ შემუშავებული სტანდარტების დაცვა

სამუშაო ცოდნა/უნარ-ჩვევები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** სასურველია გამოცდილება გათბობა გაგრილების, ელექტროობის და სხვა საინჟინრო დისციპლინებში
** საჭიროების შემთხვევაში სტუმართან მცირედი კომუნიკაციის უნარი ინგლისურ ენაზე (სასურველია)
** პასუხისმგებლობის გრძნობა, შრომისმოყვარეობა, პუნქტუალურობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურების კონკურენტუნარიან სისტემას (ხელფასი + ბონუსი + გაყიდვების პროცენტი);
** ოფიციალური დასაქმება;
** მეგობრული გუნდი;
** საინტერესო კორპორაციული ცხოვრება;
** უფასო ფიტნესი თქვენთვის და 50% ფასდაკლება აბონემენტზე ერთი ახლო ნათესავისთვის;
** კორპორაციული ფასდაკლება კლუბის დამატებით მომსახურებაზე;
** ფასდაკლებები ფიტნესზე ოჯახისა და მეგობრებისთვის;
** თანამდებობაზე შესვლის პროცესი გამოცდილი მენტორის მეთვალყურეობით;
** კორპორაციული ტრენინგი პროფესიონალური ფიტნეს გაყიდვების ტექნოლოგიაში;
** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული და პროფესიული ზრდა.

თუ ხართ დაინტერესებული, შემოუერთდეთ "Prime Fit"-ის მეგობრულ გუნდს, გამოაგზავნეთ CV ელფოსტაზე: puhova.e@primefit.ge. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |