"Shota@Rustaveli Boutique Hotel" აცხადებს ვაკანსიას რესტორნის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** პოზიტიური და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურების უზრუნველყოფა. მის მაქსიმალურ კმაყოფილებაზე ფოკუსირება;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა. ყოველდღიური საქმიანობის უშუალო ზედამხედველობა და შემდგომ შეცდომებსა და მის გამოსწორებაზე მუშაობა;
** პერსონალის სამუშაო და საშვებულებო განრიგის შედგენა და კონტროლი;
** თანამშრომლების მიერ მენიუსა და სხვა ტექნიკური უნარების სწავლების კონტროლი;
** რესტორანში მეგობრული, თბილი სერვისის სტანდარტების დანერგვა და სტაფის დატრენინგება შესაბამისად;
** ეფექტურად და ზუსტად რეაგირება სტუმრის მოთხოვნებსა და პრეტენზიებზე;
** საოპერაციო სტანდარტების შექმნა წერილობითი ფორმით (გენერალურ მენეჯერთან შეთანხმებით) და მათი დანერგვა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა და შესრულების კონტროლი;
** რესტორნის ყოველდღიური ოპერაციების კოორდინირება, ფრონტისა და ბექის ზედამხედველობა;
** რესტორნის გაყიდვების ზრდაზე ზრუნვა;
** რესტორნის ახალი მენიუს დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
** სტანდარტებით არსებული ჰიგიენური, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ნორმების კონტროლი;
** რესტორნის ინვენტარსა და ჭურჭელზე ზრუნვა. ჭურჭლის მტვრევის კონტროლი და აღრიცხვა;
** სუპერვაიზერის მოვალეობის შესრულება საჭიროებიდან გამომდინარე;
** სალაროსა და ჩეკების კონტროლი - დახურვის პროცედურების ზედამხედველობა და შესრულება;
** საკონფერენციო დარბაზის და მასთან დაკავშირებული სერვისების უზრუნველყოფის კონტროლი;
აუცილებელი მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა; ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საჭიროების შემთხვევაში, არასტანდარტულ სამუშაო საათებში მუშაობის შესაძლებლობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა;
** კომუნიკაციის და მომხმარებელთა მომსახურების შესანიშნავი უნარები;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი;
** ანაზღაურება კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shotahotels.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.