jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ავტოსერვისის დანადგარების სპეციალისტი
მომწოდებელი: თეგეტა ჰოლდინგი
გამოქვეყნდა: 3 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 3 ნოემბერი

ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 27 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ.

ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია.

თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.

ამჯერად, "თეგეტა ჰოლდინგის" გუნდში ავტოსერვისის დანადგარების სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.

თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:

** კომპანიაში არსებული ელექტრო-ტექნიკური და ჰიდრავლიკური დანადგარების შეკეთება;
** ავტო სერვისის დანადგარების მონტაჟი-დემონტაჟი და თანმდევი სამუშაოების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში, ტექნიკური სამუშაოების ჩატარება;
** ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემის დროული აღმოფხვრა.

თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:

** სასურველია ავტო სერვისის დანადგარების სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ელექტრო და ჰიდრავლიკურ ხელსაწყო/დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

თუ სხვებისგან გამოგარჩევს:

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;

მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.

თეგეტაში დაგხვდება:

** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზება და ფასდაკლება;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.

განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=1027

თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |