jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: მოძრავი მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მოძრავი მერჩენდაიზერის პოზიციაზე ქუთაისში.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

ვებსაიტი: http://www.bms.ge

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი. იმერეთის რეგიონები
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი. 11:00-18:00 სთ.
დასვენება: შაბათი-კვირა.
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი + ბონუსი 100 ლარი + სამგზავრო თანხა თვეში 60 ლარი + ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებზე პროდუქციის წარმოჩენა, მერჩენდაიზინგის სტანდარტებით უზრუნველყოფა;
** პროდუქციაზე ფასებისა და ფასმაჩვენებლის განთავსება;
** პროდუქციის მახასიათებლების კარგად ცოდნა;
** პროდუქციის მუდმივი განახლება, მონიტორინგი. პლანოგრამების დაცვა, ვადების და ნაშთების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში შეკვეთების გაფორმებაში ჩართულობა.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge. გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

ტელ: 595089796

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს "ბიემესმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |