jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: ქსელის მენეჯერი
მომწოდებელი: PODSY
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

მაღაზიათა ქსელი "პოდსი" (PODSY) ეძებს ქსელის მენეჯერს!

"პოდსი" არის პრემიუმ ხარისხის ელექტრო სიგარეტებისა და აქსესუარების ქსელი, რომელიც მუდმივად იზრდება და განვითარებას განაგრძობს. თუ ხარ ენერგიული, ორგანიზებული და გაყიდვების სფეროში გამოცდილი, ეს ვაკანსია შენთვისაა!

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი;
** ანაზღაურება: 2200 ლარი (ზრდის პერსპექტივით);
** სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე (დღეში 8 საათი);
** დასვენების დღეები: 2 დღე კვირაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების ან მომსახურების სფეროში მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება, ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** Fina-ში მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** ფილიალის ადმინისტრაციული და ტექნიკური მართვა;
** მომხმარებელთა კმაყოფილებაზე და ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა;
** ქსელის პერსონალის ორგანიზება, კონტროლი და მართვა;
** მაღაზიების მარაგების მართვა და კონტროლი.

უნარები და თვისებები:

** პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაცია და ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული აზროვნება;
** სწრაფად სწავლისა და ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ გარემოში მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
** კეთილმოწყობილ, მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@niksholding.com, და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |