jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
დასახელება: უფროსი ფინანსური ანალიტიკოსი
მომწოდებელი: Start - Business Solutions
გამოქვეყნდა: 4 ოქტომბერი / განცხადების ვადა: 4 ნოემბერი

კვლევითი და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია "Start - Business Solutions" (https://www.startbs.com) 11 წელზე მეტია რაც წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე. მისი მიზანია დაეხმაროს ადამიანებს, ორგანიზაციებს და ქვეყნებს სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ინტელექტუალური სერვისების შეთავაზების გზით, რისთვისაც დამკვეთებს შესაბამის პროფესიულ სერვისებს სთავაზობს: დაფინანსების მოპოვებიდან დაწყებული რთული კომპლექსური მიზანშეწონილობის კვლევებით დასრულებული.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას უფროსი ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე, რომელიც მონაწილეობას მიიღებს შემდეგი სახის პროექტებში: ბიზნეს გეგმების მომზადება, ბიზნესის შეფასება, მიზანშეწონილობის კვლევები, საინვესტიციო შეთავაზებები, ფინანსური მოდელების აწყობა. სენიორ ფინანსური ანალიტიკოსი უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ მხარეს და ხშირ შემთხვევაში ურთიერთობს დამკვეთთან შეხვედრების ფორმატში.

ძირითადი მოვალეობები:

** ფინანსური უწყისების აწყობა და ფინანსური მოდელის მომზადება პროექტებისთვის;
** ფინანსური გეგმებისა და ფინანსური ანალიზის მომზადება პროექტებისთვის;
** ბიზნესის შეფასების და ბიზნეს გეგმის დოკუმენტების შემუშავებაში ჩართულობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მაგისტრის ხარისხი ან მიმდინარე სტუდენტი ბიზნესის ან ფინანსების მიმართულებით;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გავლილი ACCA-ს წიგნებიდან F3 ან F9;
** ასევე სასურველია CFI-ის პირველი დონე (Level 1 : Financial Modeling & Valuation Analyst)
** აუცილებელია მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
** Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე;
** ინგლისური ენის სამუშაო, პროფესიულ დონეზე ცოდნა;
** კორპორატიული ფინანსების ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** განაკვეთი: სრული;
** საწყისი ანაზღაურება: ფიქსირებული 2000-2500 ლარი (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე).

დაინტერესებულმა პირებმა 2024 წლის 31 ოქტომბრამდე გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@startbs.com. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ თანამდებობის დასახელება - " სენიორ ფინანსური ანალიტიკოსი".



 
 
© Jobs24.ge 2024.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |